ჩეხეთის სენატის თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩეხეთის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მილოშ ვისტრჩილის თქმით, საქართველომ და ჩეხეთმა თავისუფლებაც და ჩაგვრაც გამოსცადეს.
„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, საქართველო, ჩვენთვის 1918 წელი ასევე უაღრესად სიმბოლურია. მას შემდეგ ჩვენმა ქვეყნებმა გამოსცადეს თავისუფლებაც და ჩაგვრაც. ეს არის შეხსენება, რამდენად მყიფეა ძვირფასი დამოუკიდებლობა როგორც გარეთ, ისე შიგნით. არასდროს დაგვავიწყდეს ეს“, – ნათქვამია მილოშ ვისტრჩილი მისალოც წერილში.