ჩეხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. არჩევნების მეორე ტურის შედეგად, გამარჯვება ხმათა 57.6%-ით ყოფილმა გენერალმა, პეტრ პაველმა მოიპოვა.
პაველის კონკურენტმა, ყოფილმა პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა დამარცხება აღიარა.
61 წლის პეტრ პაველი მილოშ ზემანს ჩაანაცვლებს, რომლის უფლებამოსილებასაც ვადა მარტში ეწურება.