ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს
ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს.
საარჩევნო უბნების 75%-ის დათვლის შემდეგ, მილოშ ზემანს ხმების 40.7% აქვს.
„მეორე ადგილზეა მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი, ირჟი დრაგოში, რომელმაც ხმების 25.5% მოაგროვა. დანარჩენმა შვიდმა კანდიდატმა ხმების 0.5%-დან 9.1%-მდე მიიღო“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხდებაში.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლების 60%-მა მიიღო. თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში ჩატარდება.