ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც მე მესმის, არსებობს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების პოზიტიური შეფასება
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც მე მესმის, არსებობს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების პოზიტიური შეფასება

მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. როგორც მე მესმის, არსებობს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების პოზიტიური შეფასება, – ამის შესახებ განცხადება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბრიუსელში გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. არსებობს შესასრულებელი სამუშაოს ნუსხა, პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. როგორც მე მესმის, არსებობს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების პოზიტიური შეფასება“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ.