ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჩეხეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებას დააჩქარებს
ჩეხეთი დააჩქარებს უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებას. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი აცხადებს, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისგან ჭურვების შეძენას გულისხმობს, უკრაინას მხოლოდ ივლისსა და აგვისტოში 100 000 ერთეულს მიაწვდიან.
ამასთან, მისივე თქმით, სექტემბრიდან საბრძოლო მასალების მიწოდების ვადები კიდევ უფრო დაჩქარდება.