ჩეხეთის პრეზიდენტს, მილოშ ზემანს კოსოვოს აღიარების უკან წაღება სურს. ზემანმა ეს განცხადება, სერბეთში ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა.
„მე დიქტატორი არ ვარ და ერთპიროვნულად არ ვიმოქმედებ. რაც შემიძლია გავაკეთო, და უახლოეს თვეებში გავაკეთებ კიდეც, მოვიწვევ შეხვედრას კონსტიტუციონალისტებთან და ვიკითხავ, შეიძლება თუ არა კოსოვოს აღიარების გაუქმება“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა
ზემანის თქმით, მას სჯერა, რომ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი მის ამ ინიციატივას გაიზიარებს.
ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საპასუხოდ კოსოვოს მთავრობამ პრაღაში დაგეგმილ ვიშეგრადის ოთხეულისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა.
კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. მას დამოუკიდბელ სახელმწიფოდ ევროკავშირის 23 წევრი აღიარებს. მათ შორისაა ჩეხეთი.