ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით მილოშ ზემანი ანდრეი ბაბიშს ხვდებოდა, შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში კი ის კლინიკაში გადაიყვანეს. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას მისი მკურნალი ექიმი მოგვიანებით გააკეთებს.
გავრცელებული ვერსიით, ჩეხეთის პრეზიდენტს ქვედა კიდურების ნეიროპათია აქვს, რის გამოც უმეტესად ის სპეციალური ეტლით სარგებლობს. როგორც ცნობილია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაუარესდა. სექტემბრის ბოლოს ზემანი კლინიკაში დაახლოებით ერთი კვირა იწვა.
შეგახსენებთ გუშინ ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა , რომელშიც მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა. მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერის, ანდრეი ბაბიშის პოპულისტური პარტია დაამარცხა.