ჩეხეთის პრეზიდენტი - ჩეხეთი ცდილობს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას რაც შეიძლება სწრაფად
ჩეხეთი ცდილობს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას რაც შეიძლება სწრაფად, – ამის შესახებ განცხადება ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა გააკეთა.
„საჭირო რაოდენობის ჭურვების დამზადებას დრო სჭირდება. ეს მოითხოვს ჩვენი წარმოების სიმძლავრის გაზრდას, მაგრამ უკრაინას ჭურვები ახლა სჭირდება. ჩვენ ვერ დაველოდებით ევროპულ კომპანიებს, ამიტომ ვცდილობთ, ვიპოვოთ საბრძოლო მასალა, სადაც შეგვიძლია”, – აღნიშნა პაველმა.
როგორც პეტრ პაველი განმარტავს, ის ევროპული კომპანიებისგან ელოდება, რომ უახლოეს მომავალში შეძლებენ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალის წარმოებას.
„უახლოეს მომავალში ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ, აწარმოონ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა ევროპის ქვეყნების მარაგის შესავსებად, ასევე უკრაინელებისთვის მისაწოდებლად, თუ მათ ეს ახლო მომავალში ისევ დასჭირდებათ“, – დასძინა ჩეხეთის პრეზიდენტმა.