ჩეხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნატო-ს ინსტრუქტორები უკრაინის ტერიტორიაზე დახმარების გაწევის მიზნით თუ ჩავლენ, არანაირი საერთაშორისო ნორმების დარღვევა არ იქნება
ჩეხეთის პრეზიდენტი პიტერ პაველი დარწმუნებულია, რომ ნატო-ს ინსტრუქტორები უკრაინის ტერიტორიაზე დახმარების გაწევის მიზნით თუ ჩავლენ, ეს არანაირი საერთაშორისო ნორმების დარღვევა არ იქნება.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ყირიმის ანექსიისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს საწვრთნელი მისია იყო განთავსებული, რომელშიც 15 ქვეყნის 1000-მდე სამხედრო მონაწილეობდა.
თუ ჩვენ, მოკავშირეებთან ერთად, შევძლებდით მოლაპარაკებას, რომ, მაგალითად, ნაცვლად იმისა, უკრაინელი სამხედროები ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში გადავამზადოთ, ნატო-ს ინსტრუქტორები გავაგზავნოთ უკრაინის ტერიტორიაზე და იქ გადაამზადონ უკრაინელი სამხედროები“, – განაცხადა პაველმა.
გასულ კვირას პაველმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ევროპამ არ უნდა შეზღუდოს უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობები.