ჩეხეთის პრემიერი - კარანტინი ჩეხეთის ყველა მოქალაქეზე გავრცელდება
ჩეხეთის პრემიერი - კარანტინი ჩეხეთის ყველა მოქალაქეზე გავრცელდება

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ჩეხეთში სავარაუდოდ კარანტინი მთელს ქვეყნის მასშტაბით და მის ყველაზე მოქალაქეზე გავრცელდება.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პრემიერის თქმით, იმ ფონზე, როდესაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეიკავონ თავი სახლიდან გასვლისგან.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში ტრანსპორტის მოძრაობა არ შეიზღუდება და მოქალაქეები სამსახურში წასვლას შემდეგ კი, სახლში დაბრუნებას მოახერხებენ.

კარანტინის საკითხს პრემიერი მთავრობის სხდომაზე განიხილავს, რომელიც დღეს საღამოსაა დაგეგმილი.