ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არ გამორიცხავს, რომ ახალ მთავრობას სხვა ჩაუდგეს სათავეში
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მოძრაობა ANO-ს ლიდერი ანდრეი ბაბიში არ გამორიცხავს, რომ ახალ მთავრობას შესაძლოა, მის ნაცვლად, სხვა ჩაუდგეს სათავეში.
ბაბიშის თქმით, მას არ სჯერა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი მთავრობის ჩამოყალიბებას სხვას დაავალებს. ამის შესახებ ჩეხური მედია იტყობინება.
„თუ პრეზიდენტი მეტყვის, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას რიხარდ ბრაბეცს (ჩეხეთის ვიცეპრემიერს) დაავალებს, მე ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით მოვეკიდები. პრეზიდენტი სიტყვას ასრულებს, უს დამპირდა მე, მომცეს დრო ივნისის ბოლომდე“, – განაცხადა ბაბიშმა.
ანდრეი ბაბიშის პარტიამ – ANO გასული წლის ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა და მთავრობას ამ დრომდე ვერ აყალიბებს, რადგან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპრაკებები უშედეგოდ დასრულდა.
9 აპრილს ჩეხეთის 20-მდე ქალაქში ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.