ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ანდრეი ბაბაშის მილოცვაში ნათქვამია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე.
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ თქვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ინტენსივობას და დინამიზმს ყველა დონეზე, ჩვენი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა მთელ რიგ სფეროებში კვლავაც მოუტანს სარგებელს ჩვენს ერებს. გარწმუნებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას“, – ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბაშის მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.