ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - ევროპარლამენტი ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის შიდა საქმეებში ერევა
ევროპარლამენტი ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის შიდა საქმეებში ერევა, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ჩეხურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის ჩეხი წევრები ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ ევროკომისიაზე, რათა მან ზეწოლა გაზარდოს ჩეხეთზე.
„ბრიუსელი ერევა ჩვენს საარჩევნო კამპანიაში. ისინი ამ თემაზე კომენტარს საერთოდ არ უნდა აკეთებდნენ. ეს მათი საქმე არაა. ჩვენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო ვართ. ეს ეხება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ იუროვას, რომელიც კომენტარებს აკეთებს ჩეხეთის შიდა პოლიტიკურ თემებზე. ეს მისი პრობლემა არაა. ეს თავდასხმები და ჩარევა ქვეყნის გარედან ძირითადად ევროპარლამენტიდან ხდება. ეს ხდება ჩეხეთში, უნგრეთსა და პოლონეთში“ – განაცხადა ჩეხეთის ანდრეი ბაბიშმა.
ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები 8 და 9 ოქტომბერს არის დაგეგმილი.