ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომების გამკაცრებაა საჭირო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომების გამკაცრებაა საჭირო იმისთვის, რომ საავადმყოფოებში კატასტროფული მდგომარეობა თავიდან იქნას აცილებული. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
„ჯოჯოხეთური დღეები გველის“, – განაცხადა ბაბიშმა პრესკონფერენციის დროს.
გასული 24 საათის განმავლობაში ჩეხეთში ვირუსის 15 672 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში ვირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 19 682 ადამიანი.