ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჩეხეთს სურს, შეწყვიტოს რუსულ ნავთობზე ყოველგვარი დამოკიდებულება მომდევნო წლებში
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჩეხეთს სურს, შეწყვიტოს რუსულ ნავთობზე ყოველგვარი დამოკიდებულება მომდევნო წლებში

ჩეხეთის მთავრობას სურს, შეწყვიტოს ყოველგვარი დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე მომდევნო წლების მანძილზე, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩეხეთი 2025 წლიდან შეძლებს ნავთობის საჭიროების უზრუნველყოფას ტრანსალპური მილსადენის საშუალებით. ქვეყანამ მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდის შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა.

ჩეხური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები პოლონეთის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელმაც აპრილში განაცხადა, რომ გააუქმეს კონტრაქტი რუსული ნავთობის მიწოდების შესახებ პოლონეთის ქარხნებისთვის.

ევროკავშირმა რუსული ნავთობის მიწოდება 2022 წლის დეკემბრიდან აკრძალა, თუმცა გამონაკლისი დაუშვა მილსადენ „დრუჟბით“ „შავი ოქროს“ მიწოდებაზე გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ქარხნებში.