ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბელარუსში არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბელარუსში არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით, ბელარუსში არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

მისივე თქმით, განმეორებითი კენჭისყრა საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით უნდა გაიმართოს.

„ბელარუსში არჩევნები განმეორებით უნდა გაიმართოს, გამჭვირვალედ და უცხოელი დამკვირვებლების თანდასწრებით. ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკის და მოვითხოვ, ამ საკითხზე ევროპული საბჭოს წევრების საგანგებო მოლაპარაკებები გაიმართოს“, – განაცხად ანდრეი ბაბიშმა.

შეგახსენებთ, ბელარუში 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შედმეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში ზედიზედ მეექსვედ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. დღეს ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.