ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარი არ დაუჭირა
ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი წყვილების უფლებების გათანაბრებას ითვალისწინებს, მაგრამ მხარი არ დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.
ჩეხეთის სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები, რომლის განხილვასაც პარლამენტი გასული წლის შემდეგ ცდილობდა, ითვალისწინებდა, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილებს ქორწინებაში იგივე უფლებები ექნებოდათ, რაც ახლა ქალებსა და მამაკაცებს აქვთ, საერთო საკუთრების უფლება, ასევე მეურვეობასთან დაკავშირებული უფლებები.
ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატაში პროტესტი კონსერვატორმა დეპუტატებმა გამოთქვეს, შედეგად, მიღებული კანონპროექტი ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ითვალისწინებს.