ჩეხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო
ჩეხეთის მთავრობა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას კიდევ 30 დღით გაახანგრძლივებს, ასევე უფრო მეტად გამკაცრდება დაწესებული ზომები. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პირველი მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, უკვე ღია სივრცეებშიც, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ასევე პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ოფისებში. თვის განმავლობაში ძალაში დარჩება რეგიონებს შორის გადაადგილების შეზღუდვა. დაიხურება ის მაღაზიებიც, რომლებსაც ამ დრომდე მუშაობის უფლება ჰქონდათ, მაგალითად, საკანცელარიო მაღაზიები, იარაღების მაღაზიები.
ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიურად ვირუსის 3 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის 1 227 595 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 20 194 ადამიანი.