ჩეხეთის მთავრობამ რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა
ჩეხეთის მთავრობამ რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ჩეხეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სავარაუდოდ რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები მუშაობდნენ.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით, 2014 წელს ჩეხეთის საბრძოლო მასალების საცავში მომხდარ აფეთქებაში რუსეთის დაზვერვა მონაწილეობდა. ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა და შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონოდა.