ჩეხეთის მთავრობა ქვეყანაში „ნოვიჩოკის" მსგავსი ნივთიერების წარმოებას უარყოფს
ჩეხეთის მთავრობა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ წარმოებისა და გამოცდის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
ჩეხეთში „ნოვიჩოკის“ წარმოების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა. ჩეხეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ტერმინები უბრალოდ, არაკორექტულად გამოიყენა.
„ჩეხეთში არასდროს უწარმოებიათ, გამოუცდიათ და შეუნახავთ „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნივთიერება“ – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ 12 მარტს განაცხადა, რომ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი რუსეთში წარმოებული „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.