ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანას ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვიკოვა ესტუმრა.
მარტა ნოვიკოვა თბილისში, ქარხანა „ელმავალმშენებელს“ ეწვია, სადაც დაათვალიერა საწარმოო ფართები, ქარხნის მუზეუმი, სადაც გაეცნო მის ისტორიას.
შეხვედრის შემდეგ მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ კონკურსში თბილისის „ელმავალმშენებელსა“ და ჩეხური კომპანიას „შკოდა ელექტრიკი“ ერთობლივი მაგისტრალური სატვირთო ელმავალი გაიმარჯვებს.
აღსანიშნავია, რომ ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის ერთობლივი ასინქრონული ძრავის მქონე ელმავლის შექმნის პროექტზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო და კომპანიები საქართველოს რკინიგზისგან კონკურსის დასრულებას ელოდებიან.