ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჩეხეთში „კოვიდ-19“-ზე კოლექტიური იმუნიტეტი ძალიან ნელა ვითარდება
„კოვიდ-19“-ზე კოლექტიური იმუნიტეტი ჩეხეთში ძალიან ნელა ვითარდება, – ამის შესახებ ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
სამინისტრის ინფორმაციით, ახალ კორონავირუსზე იმუნიტეტი საშუალოდ მოსახლეობის 3 პროცენტს აქვს.
„ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებშიც კი, იმუნიტეტის დონე 5 პროცენტს არ აღემატება, პრაღასა და ბრნოში ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ვოიტიეხმა
როგორც ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეს ინფორმაცია არ იძლევა საფუძველს, რომ ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის გეგმა შეაჩეროს, თუმცა ნათელია, რომ რისკჯგუფების დაცვა და ადგილობრივი ეპიდაფეთქებებისთვის მეტი ყურადღებისა და რესურსების დათმობა აუცილებელი იქნება.
ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის 7 899 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 258-ს აღწევს. ჩეხეთში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია.