ჩეხეთის ელჩი - საქართველოში დემოკრატიის ბედი წყდება და ყველა აქტორმა, მათ შორის მთავრობამ, უნდა იმოქმედოს სრული პასუხისმგებლობით
დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი, კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები კი აღდგენილ უნდა იქნას, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა სოციალურ ქსელში წერს.
„შოკირებული ვარ თბილისში ძალადობის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის სცენებით. დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი, კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები კი აღდგენილ უნდა იქნას. საქართველოში დემოკრატიის ბედი წყდება და ყველა აქტორმა, მათ შორის მთავრობამ, უნდა იმოქმედოს სრული პასუხისმგებლობით“, – წერს ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა „ტვიტერზე“.