ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა - შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ
ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა - შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა თბილისში „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პეტრ მიკისკა ფოტოებსაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ.

„შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“. დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს. არის თუ არა ეს კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ? ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად არა“, – წერს ელჩი.