ჩეხეთის არმიაში აცხადებენ, რომ პოლიგონზე აფეთქების შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა
ჩეხეთის არმიაში აცხადებენ, რომ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ჩეხეთის შეიარაღებული ძალების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საბრძოლო მასალის აფეთქება ლიბავას სამხედრო პოლიგონზე მოხდა. აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა შვიდი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩეხეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაასაჯაროებენ.