ჩეხეთი საქართველოს მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით გამოცდილებას გაუზიარებს
მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით, ჩეხეთის წარმატებულ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს ჩეხი ექსპერტები გაუზიარებენ.
საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციით, დღეს პარლამენტში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით, მართავს პრეზენტაციასა და დისკუსიას „მწვანე ქალაქები და ურბანული დაგეგმარება: საერთო საკითხები ჩეხეთისა და საქართველოს გამოცდილებაში“.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრ მიკისკა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი.
ჩეხი ექსპერტები გამართავენ პრეზენტაციებს ურბანული დაგეგმარებისა ნორმატიული რეგულირებისა და პრაქტიკის შესახებ ჩეხეთში. დისკუსიის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ ჩეხეთისა და საქართველოს ურბანული დაგეგმარების საკანონმდებლო რეგულირებისა და აღსრულების საკითხების შესახებ ინფორმაცია, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე შეჯერების მიზნით.