კორონავირუსის გამო ჩეხეთში ყველა რესტორანსა და პაბს 10 დღით დახურავენ
ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 10 დღით დაიხურება ყველა რესტორანი და პაბი.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ზომა ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით მიიღეს.
ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით დაიხურება მაღაზიები, გარდა სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა.
იმუშავებს ბენზინგასამართი სადგურებიც.