ჩავი საფრანგეთის ნაკრებმა ვერ მომხიბლა
ჩავი საფრანგეთის ნაკრებმა ვერ მომხიბლა

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავიმ აღიარა, რომ ის ვერ მოიხიბლა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების თამაშით. მისი სიტყვებით, მსოფლიოს ჩემპიონების თამაში ძალიან პრაგმატული იყო.

„მსოფლიოს ჩემპიონატზე მწვრთნელები პრაგმატულები არიან, რადგან გავარდნის ეშინიათ“, – მოჰყავს ჩავის სიტყვები „მარკას“ (Marca). – „ეს გასაგებია, მაგრამ მე სხვა სკოლა მაქვს. მიყვარს ბურთის ფლობა და რისკი. მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების 70-80 პროცენტი შიშობს რისკზე წასვლას და არ მირბის წინ გოლებისთვის. ეს სამწუხაროა. ტურნირის შედეგი ლოგიკური ჩანს და ის დამაჯერებელია ხალხისთვის, მაგრამ არა ჩემთვის. საფრანგეთმა ვერაფრით მომხიბლა, მხოლოდ იმით, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ეს ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ბრწყინვალება აკლია. გრიზმანსა და მბაპეს შეუძლიათ გაბრწყინება, მაგრამ მე არ ვარ აღფრთოვანებული ასეთი თამაშით“.