ჩავიმ ყატარის ჩემპიონობა ტურნირის დაწყებამდე ივარაუდა
ჩავიმ ყატარის ჩემპიონობა ტურნირის დაწყებამდე ივარაუდა

არაბთა გაერთიანებულ საaმიროებში გამართულ აზიის თასზე ყატარის ნაკრების ჩემპიონობა, თანაც ისე, რომ გუნდმა ყველა მეტოქე ფაქტიურად უპრობლემოდ დაამარცხა, ალბათ ყველასთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ესპანელმა ჩავი ერნანდესმა, ადგილობრივ სატელევიზიო არხთან ინტერვიუში ტურნირის შედეგი მის დაწყებამდე ძალიან ზუსტად ივარაუდა.

ჩავიმ მეოთხედფინალში გასული რვიდან შვიდი გუნდის, სამი ნახევარფინალისტის, ფინალისტების და გამარჯვებულის ვინაობა გამოიცნო.

„ბარსელონას“ ლეგენდის შეცდომა ავსტრალიის ნაკრებს ეხებოდა. აზიის ყოფილი ჩემპიონი წლევანდელ ტურნირს მოსალოდნელზე ადრე, მეოთხედფინალში გამოეთიშა.

აზიის თასის ფინალი გუშინ გაიმართა და ჩავის პროგნოზის მსგავსად, ყატარმა ისტორიაში პირველი ტიტული, იაპონიის ნაკრებთან მატჩში მოიგო (3:1).