ჩავი - ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ გვარდიოლა ინგლისში წარმატებას მიაღწევდა
ჩავი - ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ გვარდიოლა ინგლისში წარმატებას მიაღწევდა

„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა და ამჟამად ყატარის „ალ-სადის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა „მანჩესტერ სიტიში“ ხოსეპ გვარდიოლას მუშაობის შესახებ ისაუბრა.

„მე ვთვლი, რომ გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მასთან ერთად „მანჩესტერ სიტი“ დომინირებას შეძლებდა. პირველი სეზონი საკმაოდ რთული გამოდგა, რადგან მას განსხვავებულ სტილთან, სტანდარტებთან და კულტურასთან შეგუება უხდებოდა. თუმცა, მე მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ის წარმატებას მიაღწევდა და ამის შესახებ ბევრჯერ მითქვამს. მას დრო სჭირდებოდა“, – მოჰყავს ჩავის სიტყვები „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ ხოსეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელად 2016 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ორჯერ გახდა პრემიერლიგის გამარჯვებული და ერთხელ ინგლისის თასი მოიგო.