ინიესტამ ჩავის აჯობა გულშემატკივართა გამოკითხვაში
ინიესტამ ჩავის აჯობა გულშემატკივართა გამოკითხვაში

პოპულარულმა პორტალმა GiveMeSport-მა გამოკითხვა ჩაატარა გულშემატკივრებს შორის საუკეთესოს გასარკვევად „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელებს – ანდრეს ინიესტასა და ჩავის შორის.

ხმის მიცემაში გამარჯვება მოიპოვა ინიესტამ, რომელსაც რესპოდენტთა 70-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ინიესტა კატალონელთა რიგებში 16 წელი თამაშობდა, 442 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა. ჩავის ანგარიშზე იყო 505 მატჩი და 58 გოლი.