ბეტისი ჩავისთვის წინადადებას ამზადებს

18:14, 05.05.2019

ყატარის ალ-სადის ნახევარმცველი ჩავი, რომელიც ამ სეზონის შემდეგ ასრულებს კარიერას, შესაძლოა მწვრთნელი გახდეს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში.

ბარსელონას ლეგენდის კანდიდატურას განიხილავს სევილიური ბეტისი. ამ გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი 2018-19 წლების სეზონის შემდეგ ტოვებს სევილიურ გუნდს.

ცოტა ხნის წინ, ჩავიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ის სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს.

ბეტისს ესპანეთის ჩემპიონატში მე-10 ადგილი უკავია.

მსგავსი