ჩავი - სადიო მანე და ობამეიანგი „ბარსელონას“ არ სჭირდება
ჩავი - სადიო მანე და ობამეიანგი „ბარსელონას“ არ სჭირდება

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ კატალონიურმა კლუბმა ლივერპულელი სადიო მანე და არსენალელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი არ უნდა შეიძინოს.

„მანე და ობამეიანგი ნებისმიერს გაანადგურებენ ღია სივრცეში, „ბარსელონას“ კი ისეთი მოთამაშეები სჭირდება, რომლებსაც დახურულ ზონებში შეუძლიათ მომენტების გადაწყვეტა. ასეთების პოვნა იოლი სულაც არ არის. ეტო’ო ამ მხრივ იდეალრი იყო, ისევე როგორც ლუის სუარესია დღეს. ნეიმარი? დღესდღეობით ის მსოფლიოს ოთხ-ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორისაა. იმედია, „ბარსაში“ დაბრუნდება და გუნდს კიდევ ბევრს შეძენს“, – ამბობს ჩავი.

რამდენიმე ხნის წინ, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ ინტერესს იჩენს „იუვენტუსის“ მცველ მატიას დე შილიოს მიმართ და მზად არის მასში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.