2 აპრილის აქციის დროს დაკავებულთა საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 2 აპრილს გამართული აქციის დროს დაკავებული ექვსი პირის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყვნენ კახა ავალიშვილი, ცოტნე ცხვედიანი, ვახუშტი მენაბდე, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე და დავით სუბელიანი, რომლებიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ექვსივე პირი საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
აქცია ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის ჩამოიშლის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის გამო გაიმართა.