თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ამოტრიალდა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.