თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, „პსპ“-ს აფთიაქში ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე ამ წუთებში დაკვამლიანებაა.
მათივე ცნობით, ჭავჭავაძის 42 ნომერში ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. დამწვარია საწყობში შეკიდული ჭერის ნაწილი.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა.
ადგილზე ვაკის გამგეობის წარმომადგენელიც მოვიდა. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, შემთხვევის დროს აფთიაქში ორი თანამშრომელი იმყოფებოდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.