ჩარლზ ფლანაგანი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება, მას უნდა დართონ საზღვარგარეთ მკურნალობის ნება ჰუმანიტარულ საფუძველზე
ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჩარლზ ფლანაგანი „ტვიტერში“ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.
მისი თქმით, სააკაშვილს უნდა დართონ ნება, საზღვარგარეთ იმკურნალოს.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება. მას უნდა დართონ საზღვარგარეთ მკურნალობის ნება ჰუმანიტარულ საფუძველზე. საქართველოს მთავრობამ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა არსებულ შემაშფოთებელ გარემოებებზე“, – წერს ფლანაგანი.
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.