ოლივეირა - მე და დასტინ პორიემ ქამრისთვის უნდა ვიბრძოლოთ
ოლივეირა - მე და დასტინ პორიემ ქამრისთვის უნდა ვიბრძოლოთ

კონორ მაკგრეგორთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დასტინ პორიემ ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო დაპირისპირებას მაიკლ ჩენდლერთან არ გამართავს.

პორტალმა MMA Fighting-მა ბრაზილიელ მებრძოლ ჩარლს ოლივეირასთან ინტერვიუ ჩაწერა. მსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტულის ერთ-ერთმა კანდიდატმა, რომელსაც ბოლო 8 ბრძოლა გამარჯვებით აქვს დასრულებული მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

„მე და დასტინმა ქამრისთვის უნდა ვიბრძოლოთ. პორიემაც თქვა, რომ ეს ბრძოლა უნდა შედგეს. ზედიზედ 8 მოგება მაქვს დივიზიონში, აქ სათამაშოდ მოსული არ ვარ. სხვა რაღა დარჩა? UFC-იმ მეტოქედ ტონი ფერგიუსონი მომცა და თქვენ ყველამ ნახეთ რა მოხდა. შემდგომ მათ კონორ მაკგრეგორს დასტინ პორიე დაუპირისპირეს. ყველამ ვიცით თუ რას წარმოადგენს მაკგრეგორი პრომოუშენისთვის. და თქვენ ნახეთ თუ როგორ დასრულდა ეს ბრძოლა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ არ ვიმსახურებთ სატიტულო ბრძოლას?

როდესაც მე დავამარცხებ პორიეს და გავხდები ჩემპიონი, ეს დიდი ალბათობით გაზრდის ხაბიბის ინტერესს დაბრუნებასთან დაკავშირებით. თუმცა სიმართლე გითხრათ არ მჯერა, რომ ის დაბრუნდება. მან დედამისს პირობა მისცა და არამგონია გადაწყვეტილება შეცვალოს.“