აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის ჩარლს ოლივეირა და მაიკლ ჩენდლერი იბრძოლებენ #1TVSPORT
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის ჩარლს ოლივეირა და მაიკლ ჩენდლერი იბრძოლებენ #1TVSPORT

ხაბიბ ნურმაგომედოვმა სპორტული კარიერა ოფიციალურად დაასრულა, თუმცა მსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტული ვაკანტური დიდი ხანი არ იქნება. 15 მაისს UFC 262-ის ფარგლებში დივიზიონის ჩემპიონის ქამრისთვის მაიკლ ჩენდლერი და ჩარლს ოლივეირა იბრძოლებენ. ლოკაცია ჯერჯერობით უცნობია.

მაიკლ ჩენდლერი (22-5 MMA, 1-0 UFC) დიდი ხნის მანძილზე „ბელატორის“ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი იყო. UFC-ში ამერიკელს დებიუტი მიმდინარე წლის იანვარში ჰქონდა. ჩენდლერმა რეიტინგის მესამე მებრძოლი დენ ჰუკერი ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა.

რაც შეეხება ჩარლს ოლივეირას (30-8 MMA, 18-8 UFC), ბრაზილიელს ზედიზედ 8 ბრძოლა აქვს მოგებული. ბოლოს მან გასული წლის დეკემბერში ტონი ფერგიუსონი დაამარცხა.

 

UFC 262

მაიკლ ჩენდლერიჩარლს ოლივეირა

ბენეილ დარიუში – ტონი ფერგიუსონი

ჯეიმი პიკეტი – ჯორდან ვრაიტი

პრისცილა კაჩოეირა – ჯინა მაზანი

ვივიენ არაუხო – კეტლინ ჩუკაგიანი

ალექს პერეზი – მეტ შნელი

ანდრეა ლი – ანტონინა შევჩენკო

ედსონ ბარბოზაშეინ ბურგოსი

დატოვე კომენტარი