ჩაქვში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს

ჩაქვში მაშველებმა 18 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ზღვის ნაპირიდან დაახლოებით 60 მეტრში მაშველებმა შეამჩნიეს, ის დახმარებას ითხოვდა.

მაშველებმა ახალგაზრდა ბიჭი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.