ჩაქვის სანაპიროზე ზღვამ კიდევ ერთი მკვდარი დელფინი გამორიყა [ვიდეო]

ჩაქვის სანაპიროზე ზღვამ კიდევ ერთი მკვდარი დელფინი გამორიყა. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს.

წელს შავ ზღვაში მკვდარი დელფინების გამორიყვის უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა. ზუსტი რიცხვი დღეისთვის უცნობია.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში დელფინების გამორიყვის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს და მიზეზებზე საუბარი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გახდება შესაძლებელი.

„მკვდარი დელფინების გამორიყვამ მარტის თვიდან ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ჩვენ მოვახდინეთ დელფინის ერთი ეგზემპლარის პათანატომიური გაკვეთა, სინჯები იქნა გამოკვლეული ლაბორატორიაში“,- განაცხადა პირველ არხთან მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ გუჩმანიძემ.