ჩაქვი-მახინჯაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ჩაქვი-მახინჯაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ჩაქვი-მახინჯაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, სამივე მათგანი სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში მოათავსეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამივე მათგანს დაზიანებები გულმკერდისა და კიდურების არეში აღენიშნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გვირაბთან მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევის გამო, ცენტრალურ გზაზე მოძრაობა რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო.