ჩაკვეტაძემ შეცვლაზე ითამაშა - „ჰამბურგმა“ ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირა #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ შეცვლაზე ითამაშა - „ჰამბურგმა“ ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე ისევ „ჰამბურგის“ სათადარიგოებში იყო მეორე ბუნდესლიგის მორიგ შეხვედრაში, რომელშიც მისმა გუნდმა „კარლსრუეს“ უმასპინძლა. ჩაკვეტაძემ შეცვლაზე ითამაშა, ქართველის გუნდმა კი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ჰამბურგმა“ ბოლო 7 ტური ცუდად ჩაატარა და ბუნდესლიგაში გადასვლის საკმაოდ დიდი შანსი მინიმუმამდე დაიყვანა. მატჩამდე გუნდი 45 ქულით მე-6 ადგილზე იყო და 30-ე ტურის მატჩი „ჰამბურგისთვის“ ერთ-ერთი ბოლო შანსი იყო, რომ პირველ სამეულთან ჩამორჩენა შეემცირებინა.

„ჰამბურგი“ რობერტ გლაცერის მიერ 23-ე წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდა. 30-ე წუთზე სტუმრები ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნენ, რადგან მთავარმა არბიტრმა „კარლსრუეს“ მცველს, დანიელ გორდონს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

სტუმრებისთვის საშინელი სცენარი მარიო ვუშკოვიჩმა 32-ე წუთზე გააგრძელა, საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა და ულამაზესი გოლით „ჰამბურგის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 68-ე წუთზე იოშა ვაგნომანმა ძლიერი გასროლით სტუმრები მესამედ დაამწუხრა – 3:0. ჩაკვეტაძე მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა და საგოლე გადაცემით ან გოლით თავი არ გამოუჩენია.

საბოლოოდ, „ჰამბურგმა“ 3:0 მოიგო, 48 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა, მაგრამ სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ბუნდესლიგაში გადასვლის და პლეი ოფში მონაწილეობის შანსსაც ინარჩუნებს. „ჰამბურგი“ ლიდერთა სამეულს ახლა მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება – „შალკეს“, „სანკტ-პაულს“ და ბრემენისვერდერს“ 53-53 ქულა აქვთ. თუმცა „შალკეს“ და „ვერდერს“ ტურის მატჩები ჩასატარებელი აქვთ და შეუძლიათ, სხვაობა ისევ გაზარდონ.