ჩაკ შუმერი - შეძრწუნებული ვარ იმით, რაც მოხდა ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგზე და მიხარია, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის
პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს ჩვენს ქვეყანაში, – ასე გამოეხმაურა სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლას.
„შეძრწუნებული ვარ იმით, რაც მოხდა ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგზე პენსილვანიაში და მიხარია, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს ჩვენს ქვეყანაში“, – წერს შუმერი.
პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, რა დროსაც დონალდ ტრამპი დაშავდა. მოგვიანებით, ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას.