ჭადრაკი | ოთხი ფრე ხუთ შეხვედრაში - საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის პირველი ტური #1TVSPORT
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს მეოთხმოცე ჩემპიონატის პირველი ტურის პარტიები ჩატარდა.
საიუბილეო პირველობაზე პირველი გამარჯვება ლევან ფანცულაიამ მოიპოვა რომელმაც თეთრი ფერის ფიგურებით შოთა აზალაძეს სძლია.
პირველი ტურის დანარჩენ ოთხ პარტიაში კი ყაიმი დაფიქსირდა.
ლევან ფანცულაია (2553) – შოთა აზალაძე (2439) 1-0.
ნოდარ ლორთქიფანიძე (2416) -ლუკა პაიჭაძე (2565) 1/2:1/2.
კონსტანტინე შანავა (2504) – მერაბ გაგუნაშვილი (2584) 1/2:1/2.
გიგა ყუფარაძე (2463) – ნიკოლოზ კაჭარავა (2443) 1/2:1/2.
ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2425) – მერი არაბიძე (2437) 1/2:1/2.
21 აპრილს მეორე ტურის პარტიები გაიმართება:
შოთა აზალაძე-მერი არაბიძე.
ნიკოლოზ კაჭარავა-ნიკოლოზ პეტრიაშვილი.
მერაბ გაგუნაშვილი-გიგა ყუფარაძე.
ლუკა პაიჭაძე – კონსტანტინე შანავა.
ლევან ფანცულაია – ნოდარ ლორთქიფანიძე.
ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს პირველი ჩემპიონატი 1928 წელს ჩატარდა და პირველი ჩემპიონი ვიქტორ გოგლიძე გახდა.
შეჯიბრებების ისტორიაში რეკორდსმენია საერთაშორისო დიდოსტატი ბუხუტი გურგენიძე. მას საქართველოს ჩემპიონატი 11-ჯერ აქვს მოგებული.