ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 10 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე პრევენციის მიზნით ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა გრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოების გამო 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 12:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.
გარდა ამისა, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 08:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. აღნიშნულ საათებში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილისა და ცინცაძის ქუჩების, ასევე ჩოლოყაშვილის გზატკეცილის საშუალებით.