ცესკო-მ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა
ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.
მონაცემები მოიცავს 3 847 საარჩევნო უბნიდან დათვლილი 2 023 უბნის შედეგებს.
1 – მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – „ქართული ოცნება“ ბექა ოდიშარია – 47,7%, „ევროპული საქართველო“ შალვა შავგულიძე – 28,69%;
2 – ვაკის რაიონი – „ქართული ოცნება“ ნოდარ ტურძელაძე – 41,46%, „ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარია – 36,37%;
3 – საბურთალოს რაიონი – „ქართული ოცნება“ დავით სერგეენკო 44,17%, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი – 18,7%;
4 – ისნის რაიონი – „ქართული ოცნება“ კახა კახიშვილი – 47%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ხატია დეკანოიძე – 25,45%;
5 – სამგორის რაიონი – „ქართული ოცნება“ სოზარ სუბარი 46,61%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ლევან ხაბეიშვილი – 38,23%
6 – დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები – „ქართული ოცნება“ გიორგი ვოლსკი 44,91%, დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე 19,75%;
7 – ნაძალადევის რაიონი – „ქართული ოცნება“ მიხეილ ყაველაშვილი – 45,12; „ლეიბორისტული პარტია“ შალვა ნათელაშვილი – 25,17%;
8 – გლდანის რაიონი – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ნიკანორ მელია – 43,8%; „ქართული ოცნება“ – ლევან კობიაშვილი 43,1%.