ცესკო-სთვის დაფინანსების შემცირება დაახლოებით 40 მილიონი ლარით იგეგმება
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის დაფინანსების შემცირება დაახლოებით 40 მილიონი ლარით იგეგმება.
2019 წლის სახელმწიფი ბიუჯეტის პროექტით, ცესკო-ს დაფინანსება 67,058.2 მლნ ლარიდან – 27,487.1 მლნ ლარამდე უმცირდება.
ცესკო-სთვის დაფინანსების შემცირება სავარაუდოდ, იმას უკავშირდება, რომ 2019 წელი საარჩევნო წელი არ არის, თუმცა ბიუჯეტის პროექტით ცნობილი ხდება ისიც, რომ დაფინანსების შემცირების მიუხედავად, ცესკო მომუშავეთა რიცხოვნობის გაზრდას გეგმავს. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს, ცესკო-ში დასაქმებულია 500 ადამიანი, რომელთა შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია – 26,898.5 მლნ ლარი, ხოლო 2019 წელს, ცესკო შტატების 31 ერთეულით გაზრდას აპირებს, რომელთა შრომის ანაზღაურებაზე განსაზღვრულია 9,819.4 მლნ ლარი.