ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები შეკრების მიზეზად ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის ცესკო-ს თავმჯოდომარის, თამარ ჟვანიას მიერ მიცემულ ინტერვიუს ასახელებენ.
აქტივისტების თქმით, მათ სურდათ, თამარ ჟვანიასთვის კიდევ ერთხელ მიეწვდინათ ხმა, რომ მან არჩევნები გააყალბა და უნდა გადადგეს. აქტივისტები პროტესტს ხმაურით გამოხატავენ. ისინი ცესკო-ს შენობის მიმდებარედ აღმართულ ჯებირებს ხელკეტებსა და ქვებს ურტყამენ.