ცესკო-სთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების აქცია გაიმართა [ფოტო-ვიდეო]

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა აქცია გაიმართა.

პარალელურად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა.

აქციის მონაწილეები ცესკო-ს შესასვლელთან გაკეთებულ რკინის ღობეს ქვებს ურტყამდნენ, აცხადებდნენ, რომ „გამყალბებლები უნდა იყვნენ“ ციხეში და აღნიშნავდნენ, რომ ამ ფორმით უნდოდათ, ცესკო-ში მყოფი პირებისთვის ხმა მიეწვდინათ.

ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.